Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
5-12-2014, 10:17
ნანახია: 3696

თავდაცვის მინისტრის მოადგილეების წარდგენა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებს მოადგილეები წარუდგინა.

 

თავდაცვის მინისტრის პირველი მოდგილის თანამდებობა გოჩა რატიანმა დაიკავა. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში გასატარებელი რეფორმებია, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ამაღლებას გულისხმობს.

 

2012 წლიდან გოჩა რატიანს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჟ-2 დაზვერვის დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის უფროსად. სხვადასხვა დროს დაკავებული ჰქონდა ხელმძღვანელი თანამდებობები უშიშროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე საგარეო დაზვერვის სამსახურში.

 

ლევან ღირსიაშვილი თავდაცვის უწყებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით გაუწევს კოორდინირებას. ლევან ღირსიაშვილს 2014 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა; მუშაობდა ასევე, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. ლევან ღირსიაშვილი სხვადასხვა მედია საშუალებაში წამყვან თანამდებობებზეც მუშაობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.