დემურ გიორხელიძე: სიტუაცია აფეთქდა დ თავისთავად ცხადი იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა!

დემურ გიორხელიძე: სიტუაცია აფეთქდა დ თავისთავად ცხადი იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა!

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია რამდენიმე ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა.
"სიტუაცია აფეთქდა დ თავისთავად ცხადი იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა! მე ამას ვამბობდი მთელი წლის განმავლობაში, ვაკრიტიკებდი მთავრობას, ამიტომ თქვენს წინაშე პირნათელი ვარ!" - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობას ერთნაირად ეკისრებათ.

"მთელი 2015 წელი დასჭირდება იმას, რომ  ლარის კურსი დღევანდელი, ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიუახლოვდეს ორ მთელს, ამასობაში ეკონომიკური პროცესების დაჩქარება, ამასთანავე ინფორმაცია, რომელსაც პატიოსნად მოგვაწვდის ხელისუფლება, თითოეულ მოქალაქეს და ბიზნესჯგუფს მისცემს საშუალებას, რომ დაგეგმოს, აცნობებს, რომ ასეთია პოლიტიკა. ერთ დღეს რომ გაიღვიძებ, აღმოაჩენ, რომ ეროვნულმა ბანკმა კი არ გადაგაგდო და კურსი აგიხტუნა, არამედ გეცოდინება, რომ დევალვაცია მიმდინარეობს.    

უდიდესი პასუხისგებლობით უნდა განვაცხადო, რომ თუ დღეს დააკავებენ კურსს, ხვალ მაინც იგივე მოხდება, უფრო უარესი - თუ ეცდება ეროვნული ბანკი, უკან წამოიყვანოს კურსი და ძველ ნიშნულზე დააბრუნოს, ეს იქნება უდიდესი შეცდომა და მაშინ ბატონი გიორგი ქადაგიძე გახდება დასაჭერი, რადგან ის ამაზე დიდ მავნებლობას ეკონომიკას ვერ გაუკეთებს!" - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: