Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
5-12-2014, 15:17
ნანახია: 539

გაიხსნება „დალუქული“ კარი? აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული კავშირი მორიგი გამოცდის წინაშე დგას

ფუად ჰუსეინზადე
(ამონარიდი)
რაც უფრო ახლოვდება ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარი მოვლენის 100-წლიანი იუბილე, რომელსაც სომხები „გენოციდს“ უწოდებენ, ემოციები მით უფრო მკვეთრი ხდება. ამ ფონზე მთავარი კითხვა ასეთია: შეცვლის თუ არა თურქეთი თავის პოზიციას სომეხთა გენოციდის მიმართ და როგორც შედეგი - გაიხსნება თუ არა თურქეთ-სომხეთის საზღვარი?


აზერბაიჯანმა ამასთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა გათვალოს, რათა სიტუაცია მის წინააღმდეგ არ განვითარდეს. აზერბაიჯანის მთავარი ყარაბაღული სტრატეგია იმაში გამოიხატება, რომ სომხეთის იზოლაციაში იყოს. არადა, ბლოკადის გარღვევის საერთაშორისო მცდელობები არა მხოლოდ დასავლეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდანაც ხდება.


გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ სეპარატისთა ლიდერი რაულ ხაჯიმბა მიიღო სოჭში, სადაც ხელი მოწერა რუსეთ-აფხაზეთის ახალ ხელშეკრულებას. შეხვედრის ერთ-ერთი სიურპრიზი იყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის წინადადება, რომლის თანახმად, პუტინის სიტყვებით რომ ვთქვათ, „პროექტის რეალიზებით აღდგება სატრანზიტო რკინიგზა სოხუმიდან თბილისისკენ და შემდეგ - სომხეთისაკენ“.


რუსეთის მისწრაფება თავისი ფორპოსტის - სომხეთის იზოლაციისგან გამოყვანის მიზნით გასაგებია, მაგრამ საქართველოს ნებართვის გარეშე რკინიგზის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რკინიგზის რეალიზების საკითხს წერტილი დაესვა, რადგან პუტინმა და ხაჯიმბამ თბილისის პოზიცია არ გაითვალისწინეს. „ჩვენ არასდროს წინაარმდეგნი არ ვიყავით, რადგან ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში შედიოდა, მაგრამ პუტინმა ეს იდეა უკვე საფუძველშივე მოკლა, როცა თქვა, რომ რკინიგზა რუსეთის და აფხაზეთის ინიციატივით გაიხსნებაო“, - აღნიშნა მან.


სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველო არ არის პრინციპული წინააღმდეგი იმაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობა აღდგეს სომხეთის მიმართულებით. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, წინასაგან განსხვავებით, მოსკოვთან ურთიერთობაში „რბილი ძალის“ მომხრეა, ანუ უპირატესობას აძლევს იმ მეთოდს, რომ ჩრდილოელ მეზობელთან არსებული პრობლემები დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მოგვარდეს. რამდენადაა ეს მეთოდი ეფექტური საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტისთვის? მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საბოლოო და შეუქცევადია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება? თუმცა ის ოპტიმიზმი, როგორითაც ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რკინიგზის თაობაზე, გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვიფიქროთ - მოსკოვს აქვს რაღაც საშუალება თბილისის დასარწმუნებლად.


როგორც ჩანს, საზღვრებთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული ამბები საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სტრატეგიულ კავშირს მორიგ გამოცდას უწყობს. შეძლებენ თუ არა საქართველო და თურქეთი [პუტინის ანკარაში ვიზიტის ფონზე] გაუძლონ გარეშე ზეწოლას? ამ ქვეყნების ხელმძღვანელთა განცხადებები ადრეც ოპტიმისტური იყო, მაგრამ ახლა დგება მომენტი, როცა სიტყვა საქმით უნდა დამტკიცდეს.

«Region Plus» (აზერბაიჯანი), 5 დეკემბერი, 2014 წელი