ნინო ბურჯანაძე: ჩვენმა პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ვეტოთი გამოიჩინა თავი!

ნინო ბურჯანაძე: ჩვენმა პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ვეტოთი გამოიჩინა თავი!

ჩვენმა პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში ვეტოთი გამოიჩინა თავი და ისიც იყო ვეტო, რომელიც პრაქტიკულად იყო დაუმუშავებული და სამართლებრივადაც კი ღიმილი გამოიწვია, - აღნიშნული განცხადება  "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემგააკეთა.

 "ჩვენ, მგონი, რომ პრეზიდენტი არ გვყავს. ყოველ შემთხვევაში ერთადერთი, ჩვენმა პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში ვეტოთი გამოიჩინა თავი და ისიც იყო ვეტო, რომელიც პრაქტიკულად იყო დაუმუშავებული და სამართლებრივადაც კი ღიმილი გამოიწვია. შემდეგ თავისივე დადებულ გადალახულ ვეტოზე კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარეზე უფრო ადრე ხელი თვითონ მოაწერა. საერთოდ კომიკური სიტუაციაა. ყოველ შემთხვევაში, ეცლია პარლამენტის თავმჯდომარისთვის, არიქა, რამე არ დამაბრალონო და ყური ძალიან არ ამიწიონო, ამას ჰგავდა ის სიტუაცია. პრეზიდენტის ამოცანა ისაა, რასაც მე დღევანდელ საქართველოში ვერ ვხედავ. მას საკმარისი უფლებამოსილებები აქვს იმისათვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვროს იმავე პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად. მას საკმარისი უფლებამოსილებები აქვს იმისათვის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში სერიოზული მოლაპარაკებები დაეწყო, არა მოგზაურობები, როგორც ამას ახლა ჩვენ ვხედავთ, არამედ სერიოზული მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ მე პრეზიდენტის არც ერთი ვიზიტის შემდეგ რაიმე დოკუმენტი ხელმოწერილი, რაიმე სერიოზული მემორანდუმი, თუნდაც, ასე ვთქვათ, განზრახულობათა ოქმიც კი ჩამოტანილი არ მინახავს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: