ბაკურ გულუა:–"საქართველოს ისტორიაში მსგავსი ინვესტიციის განხორციელების პრეცედენტი არ ყოფილა"

ბაკურ გულუა:–"საქართველოს ისტორიაში მსგავსი ინვესტიციის განხორციელების პრეცედენტი არ ყოფილა"

   შპს "მტკვარი–ენერგიას" გენერალური დირექტორი ბაკურ გულუა აცხადებს, რომ საქართველოში უპრეცედენტო პროექტი იწყება, რომელიც დიდ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას და რაც მთავარია პროექტის განხორციელების დროს ათასობით ადამიანი დასაქმდება.

   -"ჩვენ შევძელით ჩამოგვეყვანა საქართველოში მსოფლიოში უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია "POWERCHINA-HYPEC"-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია, კომპანიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. 1 დეკემბერს მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შედგა მათთან შეთანხმების ოქმი, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზე მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება დაფინანსება და მდინარე მტკვარზე დაიწყება ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის სრული მოილიზაცია. 

უცხოელი და ქართველი სპეციალისტები უკვე შეუდგნენ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების განხილვას, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ინვესტიცია 620 მილიონ დოლარს გაცდება. დამეთანხმებით, რომ საქართველოს ისტორიაში მსგავსი ინვესტიციის განხორციელების პრეცედენტი არ ყოფილა"–განაცხადა ბაკურ გულუამ "ივერიონის" პრესკლუბში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: