Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
7-12-2014, 00:06
ნანახია: 1105

გიორგი თევზაძე:-

   უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე მიმართავს, რომელიც მოვალეთა რეესტრში მოვალეთა ავტომატურად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას და "შავ სიაში" განთავსებას ეხება და რომელიც კიდევ უფრო გაუსაძლის გახდის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ცხოვრების" პირობებს.

    უფლებადამცველი გიორგი თევზაძემ  მიმართავს ხელისუფლებას და ითხოვს  სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე რომელიც კიდევ უფრო გაუსაძლის გახდის ისედაც არსებულ  მოსახლეობის მძიმე სოციალურ პირობებს , რომელიც მოვალეთა რეესტრში მოვალეთა ავტომატურად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას და "შავ სიაში" განთავსებას ეხება,  კერძოთ,  "მოვალეთა რეესტრი ნიშნავს ამ პირის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას შესაბამის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომლის თაობაზე ინფორმაცია განსაჯაროვდება და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისა და ორგანიზაციისთვის. ანუ პირის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ე.წ. "შავ სიაში", რომელიც ნიშნავს ამ პირისათვის ყოველგვარი შესაძლობლობის მოსპობას მიიღოს კრედიტი, ან განახორციელოს სხვა ფინანსური ოპერაცია თუნდაც იმისათვის, რომ ნებაყოფლობით აღასრულოს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება. ანუ ასეთი ცვლილების გათვალისწინებით მოვალე განწირულია მის მიმართ მხოლოდ იძულებითი ღონისძიებების განხორციელებისთვის. ეს ცვლილება არა მარტო მორალური და ადამიანური ფაქტორების გამო არის არაჰუმანური, არამედ იურიდიულადაც დაუსაბუთებელია იგი მარტივი მიზეზის გამო, რადგან აღსრულების სამსახური ისედაც იყენებს მოვალის ქონებებზე ყადაღას, ინკასოს და უზრუვნელყოფის სხვა საშუალებებს, რომლითაც შეუძლებელი ხდება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვა აღსრულების მიზნებისათვის. ასეთ პირობებში გაუმართლებელია მოვალეს არ მიეცეს აღსრულების ნებაყოფლობითი დრო ისე მოხდეს მისი "გაშავება" და ყოველგვარი პერსპექტივის მოსპობა. გარდა საჭიროების დაუსაბუთებლობისა, ეს ცვლილება ქმნის საკმაოდ რეალურ საფრთხეს მასზედ, რომ ფინანსური დაწესებულებების საკმაოდ გაზრდილი კრედიტორული მოთხოვნებისა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ფეთქებად საშიში გახადას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფონი, თანაც იმ პირობებში, როდესაც ფინანსური დაწესებულების მიმართ დავალიანების მქონე პირთა რაოდენობა პროგრესულად ყოველდღიურად იზრდება. ასეთ შემთხვევაში მოვალებს კი არ უნდა მოვუსპოთ ნებაყოფლობითი აღსრულების შესაძლებლობა და ავტომატურად გადავიყვანოთ ე.წ. "შავ სიაში", არამედ ამ მოვალეებს უნდა შევუქმნათ ამ პრობლემების მოგვარების მეტი მექანიზმი და მივცეთ პრობლემების მოგვარების შესაძლობელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურია ქვეყანაში არსებული რთული სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაუარესება. ვგეგმავთ ხელისუფლებას მივმართოთ საკანონმდებლო წინადადებით, რათა საზოგადოების ნაწილის რთული სოციალური მდგომარების შემდგომი გაუარესების ფონზე თავიდან იქნება აცილებული რთული და არაპროგნოზირებადი პროცესები", - აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში