Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
7-12-2014, 15:38
ნანახია: 3718

შსს

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოების თანამშრომლებმა, აქციის – "გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე" ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელმა ჩააბარა სისხლი.

 

   შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის "სისხლის ბანკი"-ს დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სამინისტრო საქველმოქმედო აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს.

 

   სისხლის ჩაბარების აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. აღნიშნულ აქციაში შს სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.