დავით უსუფაშვილი:-"შევთანხმდით, იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი მოთამაშე უნდა იყოს საქართველოს ძლიერი მოქალაქე"

დავით უსუფაშვილი:-"შევთანხმდით, იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი მოთამაშე უნდა იყოს საქართველოს ძლიერი მოქალაქე"

   -"ჩვენ გვაქვს პატივი და პასუხისმგებლობა, რომ გავუმკლავდეთ იმ ამოცანებს, რაც არის ქვეყნის გარშემო და დავიმკვიდროთ ადგილი ევროპაში. არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მმართველობა და დასრულდეს დემოკრატი თუ ნაკლებად დემოკრატი ლიდერების მმართველობა. შევთანხმდით, იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი მოთამაშე უნდა იყოს საქართველოს ძლიერი მოქალაქე. ჩვენ დარჩენილი ორ წელიწადში ჩვენ კოალიციელ მეგობრებთან ერთად უნდა დავასრულოთ იმ საკითხების მოგვარება, რასაც დავპირდით ქართველ ხალხს. "რესპუბლიკური პარტია" ჰპირდება საზოგადოებას, რომ იქნება უფრო ენერგიული, მშრომელი, პრინციპული და ამასვე ელის ყველა პარტნიორისგან",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარტიის კონფერენციაზე.

   კონფერენციაზე ითქვა, რომ "რესპუბლიკური პარტია" იქნება ბევრად უფრო მშრომელი და პრინციპული იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებისთვის დანაპირების შესრულება და ამასვე ითხოვს პარტნიორებისგან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: