"ტრენერთა სკოლა" ფუნქციონირებას იწყებს

"ტრენერთა სკოლა" ფუნქციონირებას იწყებს

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში "ტრენერთა სკოლა" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტი 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს სრულფასოვანი კურსი გაიაროს და გარკვეული მიმართულების პროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბდეს.

   "ტრენერთა სკოლის" პროგრამის ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო ეფექტური ტრენინგის სტანდარტის გაცნობა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება და დამკვიდრება. კონფერენციას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, აშშ საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

   კონფერენცია  შემდეგ თემატიკას მოიცავდა: 

 

ზრდასრულთა სწავლების სპეციფიკა;

ტრენერის უნიკალური სტილი, თვითბრენდინგი;

რთული შინაარსის მარტივად გადაცემა;

ემოციური ინტელექტი;

კვლევის როლი ტრენინგის პროცესში;

მოდულის მომზადება მაგალითზე დაფუძნებით.

"ტრენერთა სკოლა" არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა, რომელიც  შესაძლებლობას  აძლევს დაინტერესებულ პირებს  ისწავლონ ტრენინგის დაგეგმისა და განხორციელებისთვის აუცილებელი უნარები, შეაფასონ არებული უნარ-ჩვევები და დაგეგმონ ინდივიდუალური სწავლების/განვითარების გზები და ასევე, კოლეგებისა და მენტორების გამოცდილების გაიზიარებით დახვეწონ არსებული უნარ-ჩვევები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: