Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
9-11-2012, 13:34
ნანახია: 1588

ნინო ბურჯანაძესაც  დაკითხავენ?!

ნინო ბურჯანაძე შეიძლება დაიკითხოს. ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


მისი თქმით, მიუხედავად ნინო ბურჯანაძის მიერ გამოთქმული არგუმენტებისა, მას 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.


"ადამიანურად შემიძლია მას რაღაც ვაპატიო, თუმცა ვერ გავამართლებ მის ქმედებებს. ვფიქრობ, რომ  ბურჯანაძეს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რის გამოც შეიძლებოდა მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, მაგრამ მან  5 იანვრის გაყალბებული არჩვენები ლეგიტიმურად აღიარა, რაც  პოლიტიკური დანაშაული იყო,"-განაცხადა გია ხუხაშვილმა.


მისი თქმით,  ბურჯანაძეს ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ წარსულს არ გაახსენებენ და ამ ფაქტს უნდა შეეგუოს.


7 ნოემბერს ტელეკომპანიების ,,იმედით" გასულ გადაცემა ,,ღია ეთერში" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.