Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
9-12-2014, 10:51
ნანახია: 1900

ვლადიმირ ოლეინიკი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს ჭკუას ასწავლის, თვითონ კი საკუთარი ქვეყნის კანონები არ იცის!

როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი ვლადიმირ ოლეინიკი აცხადებს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყნის - საქართველოს კანონმდებლობა არ იცის. „ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი პეტრომ პოროშენკოს შეხვდა და მადლობა უთხრა თანამდებობის შეთავაზებისათვის, თუმცა უარი თქვა, რადგანაც მას საქართველოს მოქალაქეობის დატოვება მოუწევდა.


„მე როგორც იურისტი, მზად ვარ უფასო იურიდიული დახმარება გავუწიო საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს: შევახსენებ, რომ 2014 წლის პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა მოქალაქეობის კანონში, კერძოდ, ჩაიწერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეიძლება მოქალაქეობა შეუწყდეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ. სამართლებრივი ნორმა, რომლის თანახმად მოქალაქეობის შეწყვეტა აუცილებელი იყო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც არსებობდა, როცა მან თავისი ბრძანებულებით ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. მოგვიანებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანებულება გააუქმა, ხოლო პარლამენტმა კანონი შეცვალა.


უკრაინელებისთვის დამამცირებელია, როცა მათ ჭკუას ისეთი ადამიანები ასწავლიან, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის კანონებიც კი არ იციან... გარდა ამისა, პეტრო პოროშენკოს სურდა ვიცე-პრემიერად ისეთი ადამიანი დაენიშნა, რომელსაც ბრალად აქვს წაყენებული მრავალი დანაშაულის ჩადენა, სახელმწიფო სახსრების განიავებიდან დაწყებული, მიტინგის სასტიკად ჩახშობით დამთავრებული“, - განაცხადა ვლადიმირ ოლეინიკმა.

«Комментарии» (უკრაინა), 8 დეკემბერი, 20914 წელი
http://comments.ua/politics/499269-saakashvili-sobralsya-pouchat-ukraintsev.html