Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
10-12-2014, 00:21
ნანახია: 486

ირაკლი ალასანია:-

   შტატებში ვიზიტისას თავდაცვის ექს–მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია.  ამის შესახებ ალასანიამ "არჩევანის" ეთერში ისაუბრა.

   მისივე თქმით, "ამაში აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვიც არც ეპარება".

  - "შტატებში, უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოზე და ჩვენს ირგვლივ არსებულ საფრთხეებზე მქონდა საუბარი. ჩემი გზავნილი იგივე იყო, რომ საქართველოს შეიარაღებით სჭირდება დახმარება, რაც გარკვეულწილად კრიტიკულ ზღვრამდეა მიყვანილი გადაწყვეტილების, სჭირდება მეტი სამხედრო წვრთნები ადგილზე, რათა შემაკავებლის ფაქტორი ჰქონდეს რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე. მე ძირითადად ამ საკითხებზე ვსაუბრობდი, რადგან მეგონა, რომ ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი და არა "თავისუფალი დემოკრატების", მაგრამ როდესაც შეკითხვები თეთრ სახლშიც და სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაისვა ამ საქმეებზე, იმ დროს ჩემს ხელთ არსებული ინფორმა ცია მივაწოდე და დავარქვი ყველაფერს თავისი სახელი. გამოსავალია ის, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას უთხრას, ის, რომ რაც მოხდა 2012 წელს, იყო ნაბიჯი ევროპისკენ, მაგრამ თუ გვინდა, რომ 2016 წელსაც იგივე მოხდეს, პროკურატურის დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს და პოლიტიკურ ძალებს თავისუფალი მოქმედების და ფინანსების მოზიდვის საშუალება უნდა მიეცეთ, ეს არის საკითხები, რომელთაც ჩვენს ხელისუფლებას დასავლელი ლიდერები უახლოეს პერიოდში წაუყენებენ დისკუსიებში",– აღნიშნა ალასანიამ.

   ექს-მინისტრმა თავდაცვის დაკავებულ მაღალჩინოსნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უდანაშაულო ადამიანები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ.

   კითხაზე, ელის თუ არა მის დაკავებას, ალასანიამ აღნიშნა, რომ "არაფერი უნდა გაგვიკვირდეს".

   -"ცხოვრებაში არაფერი უნდა გაგიკვიდეს, მაგრამ არა მგონია, საქართველო უახლოეს პერიოდში ჩრდილოეთ კორეად გადაკეთდეს. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ საზოგადოება პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგავართ, დაძლევს. სიმართლე, რომელიც ძალას გაძლევს, კლდეს გაგვანგრევინებს, – ასეა ყოველთვის. ჩემი ამოცანაა, უდანაშაულო ხალხი აღარ იჯდეს ციხეში, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით პროკურატურამ გააკეთა. ეს ის საქართველო არაა, რისთვისაც 2012 წელს ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ის პერიოდი უნდა დაგვესრულებინა, როდესაც ადამიანს ან რამეს ჩაუდებენ და ჩასვამენ ციხეში, ან დააბრალებენ იმას, რაც არ გაუკეთებია",– განაცხადა ალასანიამ.