სანდრო ბრეგაძე: შეცდომა ისაა, რომ გივი თარგამაძეს ფაქტები არ მივაყარეთ ცხვირ-პირში!!!

სანდრო ბრეგაძე: შეცდომა ისაა, რომ გივი თარგამაძეს ფაქტები არ მივაყარეთ ცხვირ-პირში!!!

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის განცხადებებს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"21-ე საუკუნის საუკეთესო ანეგდოტი -"გივი თარგამაძე ტენდერებიდან ფულის კეთებით არის აღშფოთებული,ხოლო ჩიკატილო მანიაკი მკვლელების საქციელით"- ცალ-ცალი კალოშით დადიოდა ეს და თავისი ძმა 2003 წლამდე და 2003 წლიდან სამშენებლო ტენდერებში იმდენი ფული იშოვეს, რომ არაოფიციალურ მილიონერთა სიაში მოწინავე ადგილებზე არიან. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ ეს არ გამოვიკვლიეთ თავის დროზე და ფაქტები არ მივაყარეთ ცხვირ-პირში!!!"- წერს სანდრო ბრეგაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: