Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
10-12-2014, 12:58
ნანახია: 1091

მამუკა გიორგაძე:-

   "სახალხო პარტიის" ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით ,,სახალხო პარტიას" ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ,,ხუდონჰესის" მშენებლობა იყო წინა ხელისუფლების რუსეთთან გარიგება.

 

   "აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს და წარვუდგინეთ ამ ეჭვის დამადასტურებელი არგუმენტები. მალევე ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადებები, ჯერ ინდოელი ინვესტორებისადმი მათი ფირმის და დაინტერესებული პირების სრული მონაცემების მოთხოვნაზე და შემდეგ ,,ხუდონჰესის"საკუთარი ძალებით შენების შესახებ. ამ უკანასკნელს მოყვა ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატის ზ.ჯაფარიძის და ყოფილი მინისტრის ა.მირცხულავას უარყოფითი შეფასებები. ზ.ჯაფარიძის ეს პოზიცია კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს წინა ხელისუფლების რუსეთთან ვალდებულებებზე. რაც შეეხება ა. მირცხულავას, ჩვენთვის გაუგებარია ამ სფეროში კორუფციულ გარიგებებზე მსჯავრდებული ადამიანს რა მორალური უფლება აქვს საზოგადოებას შეთავაზოს თავისი პროექტები, მით უმეტეს ღიად ჩანს მისი პირადი ინტერესები. ,,სახალხო პარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას ბოლომდე გაარკვიოს ამ საქმეში სხვა ქვეყნების და აქაური კერძო პირების კერძო ინტერესები, შეისწავლოს რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა და მისი თურქეთთან ხელშეკრულება და ისე ჩამოაყალიბოს ენერგეტიკული ის სტრატეგია, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ინტერესებში." - აცხადებს მამუკა გიორგაძე