Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (12)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
10-12-2014, 13:14
ნანახია: 724

ავთანდილ დემეტრაშვილი: მე კატეგორიულად არ ვეთანხმები პრეზიდენტისთვის ვეტოს ჩამორთმევას ან მისი რაიმე ფორმით შეზღუდვას!

„ივერიონს“ კონსტიტუციონალისრტი ავთანდილ დემეტრაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო ავთანდილ, ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებულ პრეზიდენტის ვეტოს უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილებასთან ერთად მკვეთრი გამოძახილი მოჰყვა, რომ შესაძლებელია პრეზიდენტს ვეტოს უფლება შეეზღუდოს. რამდენად ჯდება ეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ვის აქვს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის პირობებში?

 

-ამ ცვლილებისთვის კონსტიტუციის გადასინჯვაა საჭირო, რომლის მიხედვითაც ამოღებული იქნება პრეზიდენტის ვეტოს უფლება. თუმცა, ამისთვის ძალიან მაღალი კვორუმი,  3/4-ის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი. ამ ეტაპზე უმრავლესობის მხრიდან 3/4  ხმის მოგროვება შეუძლებელი იქნება.

 თეორიულად,  სახელმწიფოს  მეთაურს, თითქმის ყველგან, აქვს უფილტრო ვეტოს უფლება.  99%-ი ვეტოებისა არაა შეზრუდული. ესაა მისი, როგორც  არბიტრის, ფუნქცია, თვალყური ადევნოს პარლამენტის მუშაობას. პარლამენტს კი  შეუძლია დაძლიოს მისი ვეტო, როგორც სუვერენულმა საკანონმდებლო ორგანომ. ჩემი აზრით, საქართველოში,  ტექნიკურად შეუძლებელი იქნება პრეზიდენტისთვის ამ უფლების შეზღუდვა და ამის გაკეთება მიზანშეწონილიც არ იქნება.

რაც შეეხება  ზაქარია ქუცნაშვილის  წინადადებას პრეზიდენტისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვასთან დაკავშირები,  მისი შინაარსი არათუ  მიზანშეწონილია,  დღევანდელი კონსტიტუციის მოდელსა და მის ძირითად პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. კონსტიტუციის  69-ე მუხლში წერია,  რომ პრეზიდენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციით  მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების  ფარგლებში. როგორ უნდა აღასრულოს  პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება, თუ უფლებები არ ექნება?!

 

-როგორც ითქვა, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების ნაცვლად, საშუალება ექნება,   სასამართლოს მიმართოს.

 

-პრეზიდენტს შეუძლია ორივე გამოიყენოს.  ასე ხდება ევროპის  თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც  საპარლამენტო, შერეული (როგორც ჩვენთან),  თუ საპრეზიდენტო (კვიპროსი) მმართველობაა, ერთი-ორი გამონაკლისია,  სადაც ეს საშუალება შეზრუდულია და ეს არ არის კონსტიტუციონალიზმის  სტანდარტი. სახელმწიფოს  მეთაური, თუ ის არსებობს, რაღაც რეალურ ძალას უნდა ფლობდეს, თუ არა, მივიღებთ ისეთ კონსტიტუცია,  სადაც სახელმწიფოს მეთაური საერთოდ არ ჰყავს!

1995 წელს  ჩავწერეთ კონსტიტუციაში , რომ მას უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება, ახალი რედაქციით, მას  არ აქვს უფლება პარლამენტის  უფლებამოსილების  სფეროში ჩარევისა, მაგრამ გავლენა აქვს და ესაა ვეტო. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები პრეზიდენტისთვის ვეტოს ჩამორთმევის ან მისი რაიმე ფორმით შეზღუდვას! 

 

 -თქვენი, როგორც კონსტიტუციონალისტის, აზრით, რამდენად უწყობს ხელს დღევანდელი კონსტიტუცია სახელმწიფოს შტოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილებას და მოსალოდნელია თუ არა მორიგი საკონსტიტუციო რეფორმა?

 

-კარგად უწყობს. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, იგი  არ მიეკუთვნება არც ერთ განშტოებას;  პარლამენტი  არის სუვერენული უმაღლესი საკანონმდებლო, წაერმომადგენლობითი,  ორგანო;  მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების  უმაღლესი ორგანო.

გარკვეულწილად, ხელისუფლების  განაწილების ტრადიციული სისტემა შელახულია, შეიძლება ითქვას, დისბალანსია, რადგან  პარლამენტს საკონტროლო  უფლებამოსილება შეზღუდული აქვს.

სასამართლო ხელისუფლება ნორმალურია, უბრალოდ, ოდნავ კიდევ უნდა გაძლიერდეს; აღმასრულებელ  ხელისუფლებაში  პრემიერის როლი არაა გაზვიადებული, მაგრამ  პარლამენტს  მეტი შესაძლებლობა  უნდა ჰქონდეს მთავრობის გასაკონტროლებლად.  

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, ის  რეალურად არც მუშაობს. კონსტიტუციაში რომ  რაღაც დაიწეროს, ისეთი განსხვავებული მოსაზრებებია კომისიასა და მმართველ კოალიციაში, რომ  ძნელი წარმოსადგენია,  რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა.  “რესპუბლიკელებს“  საპარლამენტო მმართველობა სურთ, “ თავისუფალ  დემოკრატებს“ - საპრეზიდენტო,  “ქართული ოცნება“   ჯერ ჩამოუყალიბებელია...  ასე რომ,  მმართველ  გუნდში პოზიცiა  ჩამოუყალიბებელია და კონსტიტუცია  რომ გადაiსინჯოს,  პარლემენტს ხმების   3/4  სჭირდება, ხოლო  უმრავლრსობა ამ ხმებს ვერ შეაგროვებს.

 

                                                                          ესაუბრა ია ჯღარკავა