პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავა

სწრაფი გადახდის აპარატის მოპარვის მცდელობისთვის სამართალდამცავებმა ქუთაისის მკვიდრი დააკავეს.


ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


"ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე გარი ხარაიშვილი დააკავეს. დაკავება  ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული", - ნათქვამია შს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: