ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით კერესელიძე: თიბილოვის განცხადება შემაშფოთებელია!

დავით კერესელიძე: თიბილოვის განცხადება შემაშფოთებელია!

 "ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მოსალოდნელი აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალსა და მოსკოვს შორის", აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა  დავით  კერესელიძემ გააკეთა. 

  როგორც კერესელიძემ განაცხადა,  ცხინვალსა და მოსკოვს შორის  ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით საერთაშორისო  საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება უკვე დაწყებულია.

"ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ სრულიად მოსალოდნელი იყო და ამაზე განცხადებები კეთდებოდა, რომ ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება აპირებს ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, თიბილოვის დღევანდელი განცხადება არის შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველი. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. ის, რომ მოსალოდნელია და აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მოსკოვსა და ცხინვალს შორის, ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს ჩვენს მეგობრებთან და ყველა ინფორმირებულია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ ეს არის დესტრუქციული განცხადება როგორც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ასევე რუსეთიდან", - განაცხადა კერესელიძემ.

 როგორც კერესელიძემ განაცხადა, საქართველოს რჩება  ერთი ბერკეტი- მოლაპარაკების შედეგად მოხდეს  საერტაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

"ქმედითი ბერკეტი არის ისევ მოლაპარაკებები და განგაშის ატეხვა, რომ მოვითხოვოთ საერთაშორისო მხარდაჭერა", - განაცხადა კერესელიძემ

 ცნობისთვის:  ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: