სევდია უგრეხელიძე:-"პროკურატურაში გადაგზავნილი არც ერთი საქმე არ გააქტიურებულა, ეს იმიტომ, რომ დანაშაული არ ხდებოდა"

სევდია უგრეხელიძე:-"პროკურატურაში გადაგზავნილი არც ერთი საქმე არ გააქტიურებულა,  ეს იმიტომ, რომ დანაშაული არ ხდებოდა"

   მერიის უმთავრეს და უდიდეს პრობლემად სევდია უგრეხელიძემ კადრების არაპროფესიონალიზმი დაასახელა და განაცხადა, რომ ახალმა მერმა ძველი კადრები გაათავისუფლა, რის გამოც საკმაოდ გამოუცდელმა კარდრებმა შეავსეს ვაკანსიები.
   -"ქალაქ თბილისის მერიაში და ახალ მთავრობაში არის ერთი მთავარი პრობლემა და ეს არის არაპროფესიონალიზმი. თუმცა ბოლო დროს გამოიკვეთა კორუფციული მიდრეკილებები, რომელზეც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ბიუჯეტში ჩვენ აღმოვაჩინეთ შავი ხვრელები, რომელმაც ეჭვები გაგვიჩინა და მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, რათა ამისთვის მიექციათ ყურადღება. ამის ნიმუში იყო სამგორის რაიონში, სადაც წარმოდგენილი იყო ისეთი ქუჩები ასფალტის დასაგებად, სადაც წინა წლებში ასფალტი დაგებული იყო და არც საჭიროებდა განახლებას. ჩვენ გავაკეთეთ რეაგირება, მათ კი განაცხადეს, რომ ეს მოხდა მექანიკურად გა გამოასწორებდნენ შეცდომას. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ტენდერები. მათ გააუქმეს ჩვენი გამოცხადებული ტენდერები, თქვეს რომ აქ იყო სამართლებრივი პრობლემები, შეცვალეს ტენდერის ჩატარების პირობები და ახალი პირობებით ბევრი ტენდერი ჩაიშალა, ანუ ახალი პირობები არ აკმაყოფილებდა კომპანიებს და აღარ მოდიოდნენ ამაზე. მათ საკრედიტო ვალდებულებები უნდა აიღონ და წარმოადგინონ, რაც გარკვეულ სახდელთან არის დაკავშირებული, რაც როგორც ვიცი ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა მათ ასევე შეცვალეს კონტროლისა და ჯარიმების მექანიზმები, შესაძლოა მხოლოდ ეს არ არის ამ ჩაშლილი ტენდერების მიზეზი.  რაც ესლოდებოდა კომპანია, როდესაც ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შემოდიოდა? ტენდერი ხომ სწევს ფასს და ეკონომიას უკეთებს ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტს.  მე ვსვამ კითხვას, შესაძლებელია ერთ ბიუროზე შემოვიდეს 8 მილიონის ხარჯვა პირდაპირი შესყიდვით? ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაზე უარი თქვა ქალაქმა და ბიუჯეტმა დაკარგა ფული. ეს დანაკარგი არის კორუფციული გარიგების შედეგი თუ არა, ამას დაადგენს პროკურატურა.    

   გამარტივებული შესყიდვა არის ის თემა, რომელიც საბოლოოდ სამართალდამცავი ორგანოების განსახილველი გახდება. გარდა ამისა, ჩვენ შევისწავლეთ თბილისის ბიუჯეტის ხარჯვა, რომელიც მილიონამდე იყო თბილისობის დღესასწაულზე, ვინაიდან ყველა ეს ღონისძიება გამარტივებული ტენდერებით ჩატარდა, ცხადია, რომ იქ საეჭვო გარიგებებს ჰქონდა ადგილი"-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ "ივერიონის" პრესკლუბში.
   მისივე თქმით დადებული ხელშეკრულებები არ სრულდება და მაგალითად მოჰყავს ვანის ქუჩა, რომლის შესარემონტებლად თანხა გადარიცხულია, სამუშაოები კი არ დაწყებულა. უგრეხელიძე აცხადებს, რომ ახალი მერი, დავით ნარმანია "ყურს არ იბერტყავს".
   -"არ იყო საჭირო ის მუქარა, რომელიც ნარმანიან მერიაში შესვლისთანავე წამოიწყო, ჩვენ ვხედავთ, რომ იმის შემდეგ პროკურატურაში გადაგზავნილი არც ერთი საქმე არ გააქტიურებულა,  ეს იმიტომ, რომ დანაშაული არ ხდებოდა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: