ოთარ დანელია: დაფინანსებულია ძალიან ბევრი საწარმო, მათ შორის 580 გადაიარაღებულია!

ოთარ დანელია: დაფინანსებულია ძალიან ბევრი საწარმო, მათ შორის 580 გადაიარაღებულია!

 როგორც სოფლის მეურნეობის  მინისტრმაოთარ დანელიამ განაცხადა,მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 580 საწარმოს გადაიარაღება მოხდა.

დანელიას განცხადებით, სახელმწიფოსოფლისმეურნეობის  ხეშეწყობას კვლავ აგრძელებს, რისთვისაც ასობით მილიონი ლარია გაცემული.

"დაფინანსებულია ძალიან ბევრი საწარმო, მათ შორის 580 არის გადაიარაღებული, 86 ახალი საწარმოა. საერთო ჯამში კი 105 საწარმო დაფინანსდა და 10 100-ზე მეტი სამუშაო ადგილია მობილიზებული ამ პროექტების ფარგლებში. სამინისტრო ბუნებრივია, ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას, ვახორციელებთ ახალ ცვლილებებს, რომელიც ნაწილობრივ უკვე შესულია ძალაში და დიდი ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდება", - განაცხადა დანელიამ.

 პრეზენტაციას პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: