ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ჟოაო სუარეში საქართველოს სასამართლო სისტემას აკრიტიკებს

ჟოაო სუარეში საქართველოს სასამართლო სისტემას აკრიტიკებს

 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის  სპეცწარმომადგენელი ჟოაო სუარეში  შეშფოთებას გამოთქვამს  საქართველოში  სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

 

  ეუთოს წარმოამდგენელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა,  სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო გაერთიანება, მათ შორის ეუთოს წევრი ქვეყნები საქართველოში სასამართლოპროცესების არაობიექტურად წარმართვის გამო შეშფოთებასგამოხატავს.

"მსგავსი ცნობები ჩრდილს აყენებს დემოკრატიული და ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და სამაგალითო გადაბარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების დემონსტრირება იყო. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა დემოკრატიული კონსოლიდაციის მიმართულებით წავიდეს და არა უკან", - წერს ჟოაო სუარეში.

 

ეუთოსსაპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ამაღელვებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი  პატიმრობის შეფარდება და მისი ოჯახისწევრთა ქონების დაყადაღება.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, ამ და სხვა გამოძიებების პოლიტიკური ხასიათი ანადგურებს თქვენი ხელისუფლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ კანონის უზენაესობა დაცულია", - წერს სუარეში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: