პაატა ზაქარეიშვილი: რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ არარსებულ დოკუმენტზე, თქვენ უნდა გაგეკეთებინათ არსებულ დოკუმენტზე!

პაატა ზაქარეიშვილი: რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ არარსებულ დოკუმენტზე, თქვენ უნდა გაგეკეთებინათ არსებულ დოკუმენტზე!

 როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ტელევიზიამ და საზოგადოებამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა, როდესაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო  თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულზე ზაქარეიშვილმა "რუსთავი2"-თან ისაუბრა.


"ეს არის უკანონობა. ეს არის ის, რომ თქვენ, "რუსთავი2"-ს,  თავის დროზე ხმა რომ ამოგეღოთ, როცა ხელი მოეწერა რუსეთ-აფხაზეთს შორის სამხედრო ხელშეკრულებას და ტანკები დგას იქ, კარგი იქნებოდა. რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ არარსებულ დოკუმენტზე, თქვენ უნდა გაგეკეთებინათ არსებულ დოკუმენტზე. თქვენ ჩახვალთ აფხაზეთში და იქ ტანკს ხელს მოჰკიდებთ, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს ვერ მოჰკიდებ. არის ის, რაც უკვე დიდი ხანია არის", -  განუცხადა ზაქარეიშვილმა "რუსთავი2"-ს.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: