პაატა ზაქარეიშვილის უწყება ჟენევის დისკუსიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პაატა ზაქარეიშვილის უწყება ჟენევის დისკუსიების  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს.

"სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განვიხილეთ. მათ შორის, დისკუსიების ცენტრალურ თემა - ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ აქტიურად დაგვიჭირეს მხარი. ასევე, ხაზი გავუსვით ჰუმანიტარული ხასიათის რამდენიმე მწვავე საკითხის მოგვარების აუცილებლობას. ჩვენ განსაკუთრებით მწვავედ დავაყენეთ ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის მიმართულებით მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. მათ შორის, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს, უკანონო დაკავებებს, გატაცების შემთხვევებს და გადაადგილებაზე სხვადასხვა ფორმით დამატებითი შეზღუდვების შემოღებას. მოვუწოდეთ, თანათავმჯდომარეებს და მონაწილეებს, რომ ეს საკითხები დროულად მოგვარდეს. ჯგუფში კონსტრუქციულად იქნა განხილული კულტურული მემკვიდრეობის თემა. თუმცა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხები ღიად დარჩა, რაზეც ქართული მხარე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. სამწუხაროდ, ახალგორში გაზის მიწოდების საკითხის გაზიარება კვლავ არ მოხდა, რასაც ქართული მხარე მოსახლების ინტერესების გათვალისწინებით უკვე ორი წელია სთავაზობს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: