2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი ხვალ განიხილავს და დაამტკიცებს.

 

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5,0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3,5%-4,0%-ის ფარგლებში.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 160.0 მლნ ლარით.

2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 115.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 30,0 მლნ ლარით), ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 100.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 5,0 მლნ ლარით).


ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10-ლარით - 160-ლარამდე გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1 სექტემბრიდან აპირებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: