ირაკლი სესიაშვილი: შსს-დან უშიშროების სამსახურის განცალკევება 2016 წლის არჩევნებამდე დასრულდება!

ირაკლი სესიაშვილი: შსს-დან უშიშროების სამსახურის განცალკევება 2016 წლის არჩევნებამდე დასრულდება!

 შსს-დან უშიშროების სამსახურის განცალკევების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვნენი ქვეყნის განვითარებაზე ის დიდ ზეგავლენას მოახდენს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა "იმედის" ეთერში გააკეთა.

 

  მისი თქმით მოცემული ტრანსფორმაციის პროცესი 2016 არჩევნებამდე დასრულდება.

"ეს თემა 2016 წლის არჩევნებამდე მოესწრება. მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის არჩევნებს ახალი უფრო დემოკრატიული, ძლიერი  სისტემით შევხვდებით, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი ადამინის უფლებების დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება უფრო მაღალ სტანდარტზე იქნება აყვანილი. პარლამენტში უკვე შემოსულია უსაფრთხოებისა და კრიზისების საჭოს ახალი ხელმძღვანელის წერილი, რომელიც პარლამენტს სთხოვს ამ სამუშაო ჯგუფში საკუთარი წარმომადგენლები წარადგინოს. ეს ხაზს უსვამს, რომ მთავრობას სურვილი აქვს ამ პროცესში პარლამენტი აქტიურად ჩაერთოს და რა თქმა უნდა, ჩვენი ამ საქვეყნო საქმეში მონაწილეობისთვის მზად ვართ", - განაცხადა  სესიაშვლმა.

შსს-დან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე მუშაობა იწყება. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: