ნოდარ ხადური: "ქართულ ოცნების" მიერ აღებული პრიორიტეტები 2015 წლის ბიუჯეტშია ასახული!

ნოდარ ხადური: "ქართულ ოცნების" მიერ  აღებული პრიორიტეტები 2015 წლის ბიუჯეტშია ასახული!

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომლებიც მათ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ.

ხადურის თქმით, კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას "ნაცების" ის წევრები უნდა მოიკითხონ, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ.
"ის პრიორიტეტები, რაც "ქართულ ოცნების" მიერ იყო აღებული, აბსოლუტურად არის ასახული 2015 წლის ბიუჯეტში. ჩვენი მიზანია ზრუნვა მოსახლეობაზე, განათლებაზე და სოფლის მეურეობაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯები იზრდება, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიუჯეტმა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და იზრუნოს ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. 5-პროცენტიანი ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: