ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

უჩა ნანუაშვილი: მოვუწოდებ "საქართველოს ბანკს" თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის შემცველი სარეკლამო რგოლების დამზადებისგან!

უჩა ნანუაშვილი: მოვუწოდებ  "საქართველოს ბანკს" თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის შემცველი სარეკლამო რგოლების დამზადებისგან!

საქართველოს სახალხო დამცველმა სს "საქართველოს ბანკს" დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა  და  მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა.


რეკომენდაცია ეხება საქართველოს ბანკის რეკლამას, სადაც კაცი გაიგივებულია ბანკომატთან, ხოლო ქალი, რეკლამის შინაარსიდან გამომდინარე, მატერიალურად დამოკიდებულია კაცზე. რეკლამის სახელწოდება "ქმარკომატი", ბანკომატიდან მომდინარეობს.

"ამგვარი სტერეოტიპების დამკვიდრება კი ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, პოპულარიზაციას უწევს საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი სქესის საზიანოდ ჩამოყალიბებულ გენდერულ სტერეოტიპებს, აადვილებს მათ გადაცემას. მსგავსი რეკლამა წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს დისკრიმინაციულ პრაქტიკას.

იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო რგოლებს შეუძლია ითამაშოს პოზიტიური როლი სტერეტოპების დასამსხვრევად და ხელი შეუწყოს საქართველოში გენდერული თანასწორობის გაზრდას, ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, სახალხო დამცველმა მოუწოდა სს "საქართველოს ბანკს", რომელიც მაღალი რეიტინგით სარგებლობს საზოგადოებაში, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ხასიათის სექსისტური შინაარსის შემცველი სარეკლამო რგოლების დამზადება-გავრცელებისგან და სარეკლამო რგოლების მომზადების დროს მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი ქალის  ღირსებისადმი პატივისცემას და მის წარმოჩენას მამაკაცის თანასწორად", - ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: