ვახტანგ ხმალაძე: პრობლემა არ არის, თუკი რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი იკავებს!

ვახტანგ ხმალაძე: პრობლემა არ არის, თუკი რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი იკავებს!

"ვერ ვხედავ რაიმე სამართლებრივ ან ლოგიკურ საფუძველს იმისას, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ თემის კომენტირებისას განუცხადა.

"არც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და არც სხვა ქვეყნების რეგლამენტებით განსაზღვრული არ არის, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ უმრავლესობის ან ოპოზიციის წარმომადგენლები. თუმცა არა ერთ ქვეყანაში, ზოგან კანონით, ან ზოგან კონსტიტუციით განსაზღვრულია რამდენიმე კომიტეტი, სადაც თავმჯდომარეებად სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები ინიშნებიან, ასეთია, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, ასევე არსებობს პეტიციის კომიტეტი, სადაც ოპოზიციის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ინიშნებიან ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ზოგან ასეთ კომიტეტად განსაზღვრულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. კომიტეტების მთავარი ფუნქცია, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გარდა არის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი. ბიუჯეტის შესრულების კონსტროლის ფუნქცია სწორედ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აკისრია. მე ვერ ვხედავ რაიმე სამართლებრივ ან ლოგიკურ საფუძველს იმისას, რომ კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი", - განაცხადა ხმალაძემ.

ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: