ირაკლი ღარიბაშვილი:-"საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას"
"ევროპალამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს" აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სპეციალურ წერილს აქვეყნებს:
"პატივცემულო ევროპის პარლამენტის წევრებო,ხუთშაბათს თქვენი პალატა კენჭს უყრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. გწერთ, რათა ქართველი ხალხის სახელით წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა მხადაჭერისთვის ჩვენი ქვეყნისა და ევროპის გაფართოებული რეგიონის ისტორიაში ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.
მართალია, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა ბევრ გამოწვევას წააწყდა, ჩემს ქვეყანაში მან დიდ წარმატებას მიაღწია, რაც ევროკავშირისთვის საამაყო უნდა იყოს. მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტების მთელი რიგი ჩვენი პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში რეფორმების გასატარებლად, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფას. მიუხდავად იმისა, რომ ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების გზაზე ჩვენ დავდექით ბევრი გამოწვევის წინაშე და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ჩვენ მაინც განუხრელად მივიწევთ სწორი მიმართულებით.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უზრუნველყოფს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბაზას რეფორმების გასაგრძელებლად, ხოლო ევროინტეგრაციის გაღრმავების პერსპექტივა არის ის მიზანი, რომლის მიღწევისათვის საქართველოს მოქალაქეები და მათი ლიდერები მზად არიან იბრძოლონ.
ხელშეკრულების განხოციელებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კვალდაკვალ სწრაფად იზრდება ვაჭრობა და ინვესტიციები. შემდგომი ინსტიტუციური რეფორმები და შესაძლებლობების გაზრდა განამტკიცებს სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულად განლაგებულ საქმიან ცენტრს და უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ენერგოესუსების
ევროპალამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას აქვს უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა საქართველოსთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პალამენტებიც მიბაძავენ ევროპარლამენტის მაგალითს. ასოცირების ხელშეკულების სრული ამოქმედება იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურყევი გადაყვეტილების მკაფიო დემონსტრირება ჩვენი საზიარო ღირებულებების დაცვასა და აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშესახები შედეგები, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობითა და დამთავრებული უვიზო მიმოსვლით, ჩვენს ხალხს მოუტანს მყისიერ სარგებელს, ხოლო გრძელვადიან ჭრილში ხელს შეუწყობს გაფართოებულ რეგონში მშვიდობას, დემოკრატიას, გზაიარების პრაქტიკასა და კეთილდღეობას.
ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჩვენს კონტინენტზე ახალი გამყოფი ხაზების შექმნა. ამ თანამშრომლობის წყალობით, მომავალ თაობებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ, ვიდრე მათ წინამორბედებს.
კიდევ ერთხელ, გმადლობთ უწყვეტი და ფასდაუდებელი მხადაჭერისთვის", - აღნიშნულია წერილში.