ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მანდატის გაგრძელების თაობაზე მიესალმება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას  მანდატის გაგრძელების თაობაზე მიესალმება

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ვეროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და მის ხელძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს. საგარეო უწყება   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მანდატის გაგრძელების თაობაზე  ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება.



"საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, მისია წარმოადგენს ვითარების შესაძლო ესკალაციის აღკვეთის ინსტრუმენტს და ამრიგად, არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტორი.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავაც არ ეძლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მანდატის შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას", - აღნიშნულია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდა.

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: