დავით უსუფაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ვერ დაესწრება
როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ვერ დაესწრება.
"ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც შეეხება, ეს პარლამენტის პრეროგატივაა და შესაბამისად, ბატონი დავით უსუფაშვილი იქნება მიწვეული. უბრალოდ, პრობლემა არის ის, რომ მე როგორც ვიცი, ბატონ დავითს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იქნება სხვა წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოდან", - განმარტავს კალაძე.
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპარლამენტი ხვალ მოახდენს. დღეს კი ევროპელი პარლამენტარები საქართველოზე სარეკომენდაციო რეზოლუციას უყრიან კენჭს.