ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრება
როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრება. აღნიშნულზე სუბარმა თემის კომენტირებისას ისაუბრა.
"მე რამდენადაც ვიცი, მიდის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს პარლამენტიდან. რამდენადაც ვიცი, ეს არის განსაზღვრული. ის არის ევროპარლამენტი და სწორედ ეს არის განსაზღვრული ევროპარლამენტის რეზოლუციებით", - განაცხადა სუბარმა.
ამასთან, სოზარ სუბარმა კომენტარი რატიფიკაციის პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასწრების შესახებაც გააკეთა.
"სადაც უნდა, იქ წავიდეს", - განაცხადა სუბარმა აღნიშნული თემის კომენტირებისას.
ცნობისთვის: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ევროპარლამენტი 18 დეკემბერს მოახდენს.