დავით ბაქრაძე: ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საპარლამენტო განზომილებაა!
ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საპარლამენტო განზომილებაა, სადაც საქართველო ღირსეულად ინქნება წარმოდგენილი. აღნიშნული განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან თემის კომეტირებისას გააკეთა.
როგორც ბაქრაძემ განმარტა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას საქართველოს მთავრობის წევრები არ დაესწრებიან, რადგან შეთანხმების რატიფიცირება უკვე საპარლამენტო განზომილებაა.
"ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც მოხდება რატიფიცირება. მას შემდეგ, რაც ამ ეტაპისთვის უკვე ევროკავშირის ათმა სახელმწიფომ მოახდინა რატიფიცირება ორმხრივ ფორმატში, ხვალ მოხდება რატიფიცირება ევროპარლამენტში. ეს არის საპარლამენტო განზომილება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტი იქნება წარმოდგენილი კომიტეტების თავმჯდომარეების დონეზე. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ შეძლო დასწრება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ხვალინდელ რატიფიცირების ცერემონიაზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რატიფიცირებას დაესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბაქრაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სტატუსით იქნება ექს-პრეზიდენტი წარმოდგენილი.