საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქველმოქმედო კონცერტს დაესწრება
დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის "York Voices"-ის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის "საახალწლო საღამო" გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გრემის ჯილდოს მფლობელიYork Voices-ისა და მუსიკალური ცენტრის მიერ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი საქველმოქმედოა - შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას.