ეკა ბესელია: მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაპატიმრების ბრძანებაა გაცემული!
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიწვევა მისი მეგობრებისგან აქვს და არა ევროპარლამენტისგან:
"უბრალოდ შევახსენებდი ამ ადამიანს, ვისგანაც მოწვევა მოდის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართ არის გაცემული სასამართლოს მიერ დაპატიმრების ბრძანება. ევროპარლამენტი ბუნებრივია პატივს სცემს სუვერენული ქვეყნების შიდა იურისდიქციას, სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამიტომ სააკაშვილის იქ მისვლა ბუნებრივია, ატარებს სამართლებრივი კუთხითაც გარკვეულ ძალიან უხერხულ მომენტებს, რბილად რომ ვთქვათ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის მიწვევა, ეს არის მისი მეგობრის ვოლსკის მიწვევა, რომელსაც უხარია, დაინახოს სააკაშვილი იმ ფორმატში. ამიტომ ის განცხადებები რომლებიც კეთდება მისი მხრიდან, არ მგონია რომ არის აღსაქმელი სერიოზულად. სამართლებრივი კუთხით, ბუნებრივია პრობლემაა, იმიტომ რომ ამ ადამიანის მიმართ გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელიც ეხება საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას", - განაცხადა ბესელიამ.