ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს!

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროკურატურის რეფორმირებასაც იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.  აღნიშნულზე ღარიბაშვიმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.


"კიდევ ერთი დანაპირები, რაც მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, იყო პროკურატურის რეფორმა. ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვები თეა წულუკიანთან, ასევე პროკურატურასთან, მთავრობის წევრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას.

პროკურატურა არის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი, ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე არის ახლა.

საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა სწორედ ამას გულისხმობს და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით ყველანი ერთად. შესაბამისად, ჩვენ გადავწვიტეთ, რომ გავცეთ ინსტრუქცია, დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს თუნდაც ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაში შევლენ ძალოვანი სტრუქტურები, თვითონ პროკურატურა, არაერთი სამინისტრო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი. მინდა ვთხოვო თეა წულუკიანს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ რეფორმაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: