ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

კახა კოჟორიძე: საყდრისის თემაზე საჩივარს მთავრობის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში შევიტანთ!

კახა კოჟორიძე: საყდრისის თემაზე საჩივარს მთავრობის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში შევიტანთ!

  როგორც "საიას" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განაცხადა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  მთავრობის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში საყდრისის  თემაზე  ადმინისტრაციული საჩივრის შეტანას გეგმავს.

"შევიტანთ ადმინისტრაციულ  საჩივარს, ერთი მხრივ, კულტურის სამინისტროში, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობაში.
როგორც კი ჩვენი საჩივარი დარეგისტრირდება ადმინისტრაციულ ორგანოში, ანუ მთავრობასა და კულტურის სამინისტროში, გასაჩივრებული აქტების მოქმედებები იმ მომენტშივე შეჩერდება. რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა შეჩერდეს იქ მიმდინარე სამუშაოები",-აცხადებს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციები საყდრისის საკითხზე  დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავენ. მათ პეტიცია მოამზადეს, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმოსაწერად ღიაა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: