ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თამთა დემურიშვილი: ამ სისტემის მიმართ შიში და უნდობლობა სამუდამოდ უნდა დასრულდეს!

თამთა დემურიშვილი: ამ სისტემის მიმართ შიში და უნდობლობა სამუდამოდ უნდა დასრულდეს!

სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი facebook-ის საკუთარ  გვერდზე წერს:


"მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება, ეს დიდი სტიმულია და ასევე დიდი პასუხისმგებლობაც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამინისტროში საუკეთესო გარემოა და ჯანსაღი სიტუაცია, მინისტრის მხარდაჭერით ყველა მოტივირებულია, რომ მაქსიმალური შედეგი აჩვენოს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ სისტემის მიმართ შიში და უნდობლობა.

მთავრობის სრული მხარდაჭერით, პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის სფერო იქნება მაქსიმალურად გამართული.

ამ ანგარიშს, პერიოდულად აუცილებლად ჩაგაბარებთ..." - წერს დემურიშვილი.


გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: