ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შსს-მ ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები - დევი გ. და ედნარ შ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დევი გ-მ და ედნარ შ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ემელსი მუქერიას აჭარაში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 100 000 აშშ ამერიკული დოლარი შესთავაზეს.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).


გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: