დავით თევზაძე: ვერ ვიგორგასალ-ვიდავითეთ, მაგრამ ნამუსიანად ვიბრძოლეთ!
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს ეროვნული გვარდიის იუბილეს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. თევზაძე ყველა გვარდიელს ულოცავს ამ დღეს:
"საქართველოს ეროვნული გვარდია 24 წლის გახდა. ვულაცავ ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მკერდზე მიუმაგრებია ეს ნიშანი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღეს, თუ ვინ სად გაფანტა ცხოვრების ქარიშხალმა. ჩვენ ერთი გვარდიული წარსულიდან მოვდივართ და ყველას ერთნაირად გვიყვარდა სამშობლო. ყველას ერთნაირად გვწყდება გული ჩვენს წასულ ძმებზე და ყველას ერთნაირად გვეამაყება, რომ უფალმა ჩვენი მარჯვენა აირჩია იმ სამოთხის მცველად, საქართველო რომ ჰქვია. მართალია, ვერ ვიგორგასალ-ვიდავითეთ, მაგრამ ნამუსიანად ვიბრძოლეთ და იმქვეყნად, თუნდაც იმ ბედნიერების განცდა გაგვყვება, სამშობლოსათვის ბრძოლას რომ მოაქვს თან. თუნდაც ამაოს", - წერს დავით თევზაძე.