ირაკლი ღარიბაშვილი: ინტერპოლით ძებნილი ადამიანები უკრაინის მთავრობაში კომფორტულად არიან მოკალათებული!

ირაკლი ღარიბაშვილი: ინტერპოლით ძებნილი ადამიანები  უკრაინის მთავრობაში კომფორტულად არიან მოკალათებული!

ძალიან სამწუხაროა, რომ  ინტერპოლით ძებნილი ადამიანები უკრაინის მთავრობაში კომფორთულად არიან მოკალათებულნი. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში, შეღავათიანი აგროკრედიტის  კრედიტით დაფინანსებულ მეურნეობის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.

 

უკრაინელი ხალხი საქართველოსთვის ძალიან ძვირფასია- განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. ეს საზიანოა უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს, ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც იყო წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი. ეს, პირველ რიგში, მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: