ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით ნარმანია: საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება!

დავით ნარმანია: საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება!

საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ნარმანიამ შეხვედრას წინამოსამზადებელი შეხვედრა უწოდა და აღნიშნა, რომ საცობების პრობლემის მოსაგვარებლად შესაქმნელ ჯგუფში შევლენ მერიის, საკრებულოს, ეკონომიკის სამინისტროს, შს სამინისტროს, ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე საექსპერტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 როგორც ნარმანიამ განაცხადა, საკითხი დღეისთვის ძალიან აქტუალურია, მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე ამ პრობლემასთან დაკავშირებით სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. მომავალი წლის ბიუჯეტში  გათვალისწინებულია პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა და "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის გაფართოება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: