თამარ სანიკიძე: ორი წლის განმავლობაში ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა!
განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროს 2-წლიანი მუშაობა შეაფასა. სანიკიძე მნიშვნელოვნად აფასებს თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სამინისტროს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
"ორი წლის განმავლობაში ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა განსაკუთრებთ იმ პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში, რაც მიზნად დავისახეთ. აქ შეიძლება, ორ ძირითად კომპონენტამდე დავიდეთ. ეს არის სწავლების ხელმისაწვდომობა - იგივე სავალდებულო-საბაზო განათლებისადმი ხელმისაწვდომობა და ასევე სწავლის ხარისხი და მონიტორინგის კონტროლი. ხარისხთან დაკავშირებით ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, თუმცა, ეს ყველაფერი მიმდინარე რეჟიმში ხორციელდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თვალსაჩინო იქნება 2015 წლის პირველ კვარტალში", - განაცხადა სანიკიძემ.