დავით ბერძენიშვილი:სასურველი იქნება, თავდაცვის მინისტრმა გვიპასუხოს ვინ იყო აღნიშნული განცხადების ინიციატორი!

დავით ბერძენიშვილი:სასურველი იქნება, თავდაცვის მინისტრმა გვიპასუხოს ვინ იყო აღნიშნული განცხადების ინიციატორი!

თავდაცვის მინისტრი დუმს და მისი ეს დუმილი არის გაჯიუტება შეცდომაში, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. ბერძენიშვილი მინისტრის პარლამენტში მისვლის და მის მიერ კითხვებაზე პასუხის გაცემის საჭიროებას ხედავს.


"ამ დრომდე მინისტრის მოადგილე საუბრობს. მან დეპარტამენტის უფროსი დაიმოწმა. წავიკითხე სახუმარო პოსტი გვაჩვენეთ სტაჟიორი, ვინც ეს განცხადება დაწერაო. თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ იყო ადეკვატური. იყო ძალიან მძიმე და უმწიფარი მორალურად, პოლიტიკურად. გამოვიდა დაღუპული ჯარისკაცის და ყველა იმ მებრძოლის უნებური შეურაცხყოფა, ვინც უკრაინაში ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ იბრძვის. რაც შეეხება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც პარლამენტის წევრს, ფრაქციის თავმჯდომარეს, მაინტერესებს პასუხების მისგან მოსმენა. სასურველი იქნება, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი, ვინ იყო აღნიშნული განცხადების ინიციატორი- თავად, მოადგილე, სტაჟიორი, თუ მასზე ზემდგომი პირი", -აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: