ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით ნარმანია: "სითი პარკი" თბილისში დიდხანს ვერ გაჩერდება!

დავით ნარმანია: "სითი პარკი"  თბილისში დიდხანს ვერ გაჩერდება!

"სითი პარკი"  თბილისში დიდხანს ვერ გაჩერდება",- განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ  "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

"სითი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში. ჩვენ ახლა მალე ვამთავრებთ "სითი ფარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი დაკვეთით ახორციელებს უცხოური აუდიტორული კომანია "ერნსტ ენდ იანგი". მის დასკვნაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომოი ნაბიჯები. ძალიან კაბალური ხელშეკრულებაა, თუმცა "ერნსტ ენდ იანგ"-თან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს, რომ მათგან მივიღოთ მიუკერძოებელი დასკვნა და რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით. ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით და რაც ყველაზე მძიმეა - ეს არის ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. ანუ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რასაც ხშირ შემთხვევაში დამატებით დისკომფორტი მოჰყვება. ეს ქალაქის ბიუჯეტზე არანაირად არ მოქმედებს, ანუ ის 60 ლარი, რასაც მოქალაქეები იხდიან, ქალაქის ბიუჯეტში არ შემოდის. ის 60 ლარი პირდაპირ "სი თი პარკის" ბიჯეტში ირიცხება, მხოლოდ 10 ლარიანი ჯარიმის ნაწილი შემოდის თბილისის ბიუჯეტში. ამიტომ ჩვენ "სი თი პარკთან" ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასეთივე ფორმით გაგრძელდება, რომ მივაღწიოთ, რაც სჭირდება ქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: