ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გიგა ზედანიას მიმართავენ
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა გოდერძი ბოლქვაძემ და ირაკლი ბობოხიძემ ილიას უნივესიტეტის რექტორს გიგა ზედანიას სპეციალური განცხადებით მიმართეს. მათ ამის შესახებ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
"მოგეხსენებათ, ჩვენი სასწავლო დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, ახორციელებს სხვადასხვა სახის სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს. ჩვენთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს ქრისტიანობის, კერძოდ კი, მართლმადიდებლურ მრწამსთან დაკავშირებული საკითხები.
მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს იწვევენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში თეოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე ღია ლექციების ჩასატარებლად. ეს ლექციები დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ასეულობით ახლგაზრდა ესწრება.
მოგმართავთ თხოვნით, თვეში ერთხელ გამოგვიყოთ სააქტო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება მამა თეოდორესთან მსგავსი შეხვედრების ორგანიზება.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული შეხვედრები არანაირად არ გულისხმობს რაიმე სახის რელიგიური რიტუალის ან კულტის მსახურებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებას.
მოგმართავთ თხოვნით, პასუხი გვაცნობოთ წერილობითი ფორმით", - ნათქვამია განცხადება