ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ახალი წელი და დღესასწაულები დედაქალაქში

ახალი წელი და დღესასწაულები დედაქალაქში

    საახალწლოდ დედაქალაქში შემდეგი კულტურულ-გასართობი და სპორტულ-გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი 

 

   კულტურულ-გასართობი ღონისძიებები:

 

• საშობაო ბაზრობის გახსნა - რიყის პარკი.  25 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრამდე გასტანს. რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ტკბილეული და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ საახალწლო აქსესუარები;

 

• რიყის პარკის გახსნა - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის რიყის პარკის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში;

 

• საბავშვო კონცერტები - რიყის პარკი. 25, 31 დეკემბერი, 1, 7 იანვარი. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. რიყის პარკში მდებარე ამფითეატრში სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების კონცერტები გაიმართება; 

 

• პონების ვოლიერი - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში მისულ სტუმრებს პონები უმასპინძლებენ; 

 

• ნაძვის ხეების ფესტივალი - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ერეკლე II - ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება;

 

• მთავარი ნაძვის ხის ანთება - 25 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის მერი პარლამენტის წინ მთავარ ნაძვის ხეს აანთებს;

 

• თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღში - 26 დეკემბერს 11 საათზე თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღს ეწვევა;

 

• თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკში - 27 დეკემბერს 11 საათზე თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკს ეწვევა და იქ 7 იანვრის ჩათვლით დარჩება;

 

• საახალწლო გალა კონცერტი - 31 დეკემბერს საღამოს 10 საათზე ევროპის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება;

 

• ალილო - 7 იანვარს თბილისში საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართება;

 

   სპორტულ-გასართობი ღონისძიებები:

 

• ველო მარათონი - 25 დეკემბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრის ჩათვლით გასტანს: თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ველოსიპედებით მოივლიან გარეუბნებს და ბავშვებს დაურიგებენ ტკბილეულს;

 

• ჰოკეი - 29 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით გასტანს: ყოველდღე რიყის პარკში 13,14, და 15 საათზე გამართავენ თამაშს;

 

• ფიგურული სრიალი - რიყის პარკში 29 დეკემბრიდან დაიწყება და გასტანს 7იანვრის ჩათვლით.  წარმოდგენებს გამართავენ 12, 15 და 17 საათზე, ხოლო დანარჩენ დროს მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ყინულის მოედნით ისარგებლონ;

 

• პარკური - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან დაიწყება და გაგრძელდება 7 იანვრის ჩათვლით, წარმოდგენას გამართავენ; 13, 15 და 17 საათზე;

 

• კალათბურთი - 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში ექსტრემალური სპორტის სახეობის წარმომადგენლები გამართავენ "ჩატენვები" -ს შოუს; 

 

• ბატუტი - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით, სპორტსმენები გამართავენ საჩვენებელ გამოსვლებს;

 

• მხატვრული ტანვარჯიში - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით გამართავენ წარმოდგენებს;

 

• სპორტული ტანვარჯიში - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით გამართავენ წარმოდგენებს;

 

• თოვლის ბაბუა და ელფები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმანსპინძლებენ პარკში მოსულ სტუმრებს;

 

• მხიარული სტარტები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით მოაწყობენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხადასხვა ღონისძიებებში;

 

• დრიფტ შოუ - მეტეხის ხიდზე 25 – 26 დეკემბერს გამართავენ შოუს;

 

• ილუზიონისტები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით გამართავენ სხვადასხვა წარმოდგენებს;

 

• მოძრაობის თეატრი - რიყის პარკში 25,26,30 და 31დეკემბერს და 1,3,და 7 იანვარს გამართავს სხვადასხვა სახის წარმოდგენებს;

 

• სანტა-კლაუსი და გრინჩი - რიყის პარკში 28 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით გამართავენ სხვადასხვა სახის "FLASH MOB" -ს;

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: