უჩა ნანუაშვილი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს ქრისტესშობას ულოცავს.
"მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია და განსაკუთრებული საოჯახო ტრადიციებითაა აღსავსე. მინდა, ჩვენს თანამემამულე და საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ეს დღე მივულოცო და მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და სიხარული ვუსურვო", - ნათქვამია სახალხო დამცველის მისალოც წერილში.