ვალერი ხაბურზანია:-"დღეს ეკლესიაში არაერთგვაროვანი სიტუაციაა"
ვალერი ხაბურზანიას განცხადებით, დღეს ეკლესიაში არაერთგვაროვანი სიტუაციაა.
-"მე ამ თემაზე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ მაქვს შეხება ამ თემასთან იქიდან მოყოლებული, როცა მინისტრი ვიყავი, სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენს პატრიარქს დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, მაგრამ ამ ქვეყნად ყველა მოკვდავია, სწორედ იმიტომ, რომ ეკლესიის დაყოფა არ მოხდეს, უნდა მოხდეს ნელ-ნელა მემკვიდრის წარმოჩენა, თორემ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია მოხდეს ოთხად გაყოფა და ერი გლობალიზაციის შემოტევაში სრულიად განადგურდება, კარგი იქნება ექსპერტებმა ჩემს ნათქვამზე აზრი გამოთქვან და დაინტერესდნენ ამ საკითხით. მე მინდა მივმართო მრევლს და ძალიან მაინტერესებს მათი შეხედულება ამ საკითხზე"-განაცხადა ხაბურზანიამ ივერიონის პრესკლუბში.