ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაზე მეტად იგრძნობა"

ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაზე მეტად იგრძნობა"

ჩვენ გავაუმჯობესეთ სასჯელის მოხდის პირობები. მუშაობს უფასო პროგრამა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრებისთის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღნიშნულზე მიმდინარე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

 

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმების გატარებას გეგმავს, რომელსაც მთავრობის დიდი ძალისხმევა სჭირდება.

"მიმაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორს შეუძლია, ამ კუთხით დიდი როლი ითამაშოს. ყველაზე მძიმე ვითარება ჩვენ სწორედ ამ სფეროში დაგვხვდა. სწორედ აქ ხდებოდა სისტემური ხასიათის დანაშაულის ჩადენა, როგორიცაა ადამიანის გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა. ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამ სისტემაში, ყველაზე მეტად იგრძნობა.

ჩვენ გავაუმჯობესეთ სასჯელის მოხდის პირობები. მუშაობს უფასო პროგრამა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრებისთის. დღეისათვის 6400 პატიმარს ჩაუტარდა გამოკვლევა. მათგან 173 სრულად განიკურნა. მკურნალობა უტარდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს. მთელ რიგ დაწესებულებებში მიმდინარეობს სუიციდის პრევენციის პროგრამა", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: