ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში იხდის სასჯელს
სასჯელაღსრულების გლდანის №8 დაწესებულებაში ბაჩო ახალაია სამარტოო საკანშია მოთავსებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიორგი გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად დაცული იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.
ახალაია 9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გლდანის ციხეში გაიყვანეს.